ჩვენი მისია — მუდმივად გავაუმჯობესოთ მომხმარებლების ურთიერთმოქმედება, დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევაში.

2003 წლიდან ვქმნით მგზავრობის, ტვირთის გადაზიდვის, საყიდლებისა და მიწოდების, გზაში დახმარების შეკვეთის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც მომსახურებას უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის.

ჩვენ ვითვალისწინებთ მეგაპოლისებისა და პროვინციული ქალაქების სპეციფიკას და ერთიანი სერვისის ბაზაზე სხვადასხვა მომხმარებელს ვაძლევთ ეფექტური ურთიერთქმედების შესაძლებლობას: შეუკვეთონ მომსახურება მოსახერხებელი მეთოდით, შეასრულონ შეკვეთები ძებნის პროცესების ოპტიმიზაციის, ცარიელი გარბენისა და მოცდენის შემცირების გზით.

კომპანიის ისტორია დაიწყო ურალის პატარა ქალაქ შადრინსკში ტაქსის გამოძახების პატარა სამსახურიდან, რომელიც დაარსეს კურგანელმა ახალგაზრდა ინჟინრებმა, ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების ავტომატიზაციის სპეციალისტებმა.

თავად დამფუძნებლები ისევე, როგორც მოწვეული მძღოლები, საკუთარი ავტომობილებით მუშაობდნენ ტაქსისტებად.

მათ სურდათ შეკვეთებთან მუშაობა გაეხადათ მაქსიმალურად ავტომატიზირებული, სერვისი კი - მასიური.

კომპანიის მუშაობის უწყვეტ გაუმჯობესებას მოჰყვა შრომის განაწილება. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე: ერთმა ნაწილმა ააშენოს თანამედროვე კონტაქტ-ცენტრები და ასწავლოს ოპერატორებს, მეორემ - შეიმუშავოს პროგრამული უზრუნველყოფა და გასწიოს ტექნიკური მხარდაჭერა, მესამემ - მოიზიდოს მომხმარებლები, მეოთხე კი უნდა დაკავდეს გადაზიდვა-გადაყვანებით.

ახლა მომსახურების გასაწევად ერთობლივად მუშაობენ ცოდნის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა გუნდები.

პირველ ექვსი წლის განმავლობაში სერვისმა 4 ქალაქში დაიწყო მუშაობა. ჩამოყალიბდა ეფექტური ბიზნეს-პროცესები და შემუშავდა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ტრადიციები, რომლებმაც განაპირობეს კომპანიის შემდგომი გაფართოება. ასე, 2009 წელს გავხსენით ქვედანაყოფები ერთდროულად 7 ახალ ქალაქში, 2010 წელს — 17 ქალაქში, შემდეგ კი რაოდენობამ წელიწადში 22 და მეტს მიაღწია. 2020 წელს სერვისის მუშაობის გეოგრაფიამ სხვადასხვა ქვეყანაში 600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი მოიცვა.

ყველა ქალაქში ვაძლიერებთ კონკურენციას, ვმუშაობთ ხალხის საკეთილდღეოდ და ეკონომიკის განვითარებისთვის.

მომხმარებელთა პირდაპირი ურთიერთქმედებისთვის შევქმენით დარგობრივი ციფრული პლატფორმა გლობალურ ტრენდამდე რამდენიმე წლით ადრე. ჯერ კიდევ 2007 წელს სერვისში ჩართული მძღოლები შეკვეთებთან მუშაობისთვის გადავიყვანეთ რაციებიდან მობილურ აპლიკაციებზე. ჩვენ გვაქვს ინოვაციური მიდგომა ბიზნესის წარმართვისადმი, გვსურს მოვერგოთ მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებს და, ამგვარად, აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სატრანსპორტო მომსახურების თანამედროვე ბაზრის ტრანსფორმაციასა და ფორმირებაში.

ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მისწრაფებების და გამოცდილების წყალობით შემუშავებული იქნა მძლავრი პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის ფუნქციონირებას და იძლევა დეტალურ ანალიტიკას ბიზნესის მოქნილი მართვისთვის.

დიდი რაოდენობის შეკვეთებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შემოდის ტელეფონით, ჩვენი საიტიდან და აპლიკაცია "მაქსიმიდან", იღებენ და ამუშავებენ სპეციალიზებული კონტაქტ-ცენტრები. ისინი ასევე ემსახურებიან მძღოლებს და კურიერებს, რომლებიც მუშაობენ შეკვეთებთან აპლიკაციით «Taxsee driver». ჩვენი მოთხოვნების საფუძველზე შექმნილია ოპერატორების პროფესიული სწავლების სისტემა.

2014 წლიდან სერვისმა დაიწყო მუშაობა ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში. ჩვენ გავიზარდეთ და გავხდით საერთაშორისო მასშტაბის კომპანია.

ჩვენი მიზანია გავხდეთ გლობალური ბრენდი იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობისას ადამიანებს ყველგან ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ სერვის «მაქსიმის» მომსახურებით.

მოხარული ვართ, რომ ვქმნით თანამედროვე ბიზნესს და ტექნოლოგიებს მსოფლიოს ბაზრის ლიდერების დონეზე.

გამგზავრების დროა!